ვინ მიდის პარიზის გრანდ სლემზე? - 14 კაციანი სია ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა და ცნობილია იმ 14 ძიუდოისტის ვინაობა, ვინც 9-10 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში წარსდგება.

ქართველთა შემადგენლობა სრულად ვაჟ ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული, ქალები 24 იანვარს თელ ავივში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არარიან ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი, რომლებიც ალბათ თებერვლის ბოლოს დიუსელდორფში გამოჩნდებიან.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით წარსდგება:

  • 60 კგ – ამირან პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე

  • 66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი და ნიკო ჭიკაიძე

  • 73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი

  • 81 კგ – ბექა
    დონღვანი და კობა მჭედლიშვილი

  • 90 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი

  • 100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური

  • +100 კგ – ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე

altთვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება


მკითხველის კომენტარები / 16 /
81-ში რატომ არ არის ლუკა მაისურაძე მან ხომ ფენომენალურად ჩაატარა 2017-წელი ამ წონაში ჩვენ ლიცენზია გვჭირდება იგივე ვლადიმერ ახალკაცი ან თამაზ კირაკოზაშვილი მათ დაიმსახურეს ნაკრებში გამოსვლა! ან 90-ში რატომ არ არის პაპუნაშვილი მან ხომ საქართველოს ჩემპიონატზე დაამტკიცა რო ამ წონის ერთერთი ლიდერია! დანარჩენ წონებში ვეთანხმები მწვრთნელის გადაწყვეტილებას.
lelo
18:12 20-01-2019
4
საქართველოს ჩემპიონი, პაპუნაშვილი სად არის? მისგან დამარცხებული ხალხი რატომ მიდის ტურნირზე? ცოტა აზრზე მოვიდეს ფედერაცია თორემ ქუჩაში მოვარჯიშე კაცებმა უკეთ ვიცით მუშტის და იარაღის გამოყენება ვიდრე რომელიმე კაი ბიჭის სტილის ძიუდოისტმა 90 კილოგრამში
ნიკა
01:01 21-01-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული