ჭიდაობა

ძიუდო

ვინ მიდის პარიზის გრანდ სლემზე? - 14 კაციანი სია ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა და ცნობილია იმ 14 ძიუდოისტის ვინაობა, ვინც 9-10 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში წარსდგება.

ქართველთა შემადგენლობა სრულად ვაჟ ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული, ქალები 24 იანვარს თელ ავივში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არარიან ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი, რომლებიც ალბათ თებერვლის ბოლოს დიუსელდორფში გამოჩნდებიან.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით წარსდგება:

  • 60 კგ – ამირან პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე

  • 66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი და ნიკო ჭიკაიძე

  • 73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი

  • 81 კგ – ბექა
    დონღვანი და კობა მჭედლიშვილი

  • 90 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი

  • 100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური

  • +100 კგ – ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე

altთვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება


ასევე დაგაინტერესებთ