ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდოისტთა ნაკრები საპატრიარქოში მივიდა - მათ, სავარაუდოდ, პატრიარქი შეარიგებს

AutoSharing Option
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ძიუდოისტებს დალოცავს.

ძიუდოისტთა ნაკრების წევრებთან და კაპიტანთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად საპატრიარქოში მივიდა დეკანოზი შალვა კეკელია.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქი მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის გაცილების შემდეგ ძიუდოისტებს შეხვდება და დალოცავს.

ამასთან, სავარაუდოდ, მოხდება ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებული მხარეების შერიგებაც. საპატრიარქოში ასევე იმყოფება დეპუტატი, სპორტის კომიტეტის წარმომადგენელი შოთა ხაბარელიც.

altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს


მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით