ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი 50 ათასით დააჯილდოვა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) 50 ათასი დოლარით დააჯილდოვა.

საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარი იყო, აქედან კაცთა და ქალთა რეიტინგებში საუკეთესოებს თუშიშვილსა და ფრანგ კლარის აგბენენუს (63 კგ) 50-50 ათასი გადაეცათ, სხვა წონით კატეგორიებში საუკეთესოებმა და მათ შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 10-10 ათასი მიიღეს.

აი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ საუკეთესოებად მიჩნეულთა ჩამონათვალი:

კაცები
60 კგ. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
66 კგ. ჰიფუმი აბე (იაპონია)
73 კგ. ან ჩანგრიმი (სამხრეთ კორეა)
81 კგ. საეიდ მოლაეი (ირანი)
90 კგ.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

ქალები
48 კგ. დარია ბილოდიდი (უკრაინა)
52 კგ. ამანდინ ბუშარ ნორდმეიერი (საფრანგეთი)
57 კგ. ცუკასა იოშიდა (იაპონია)
70 კგ. ჩიზურუ არაი (იაპონია)
78 კგ. გუუსიე სტეენჰუისი (ჰოლანდია)
+78 კგ. იდალის ორტიზი (კუბა)

altძიუდოს რეიტინგი: გურამ თუშიშვილი ყველგან პირველია