ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მესამედ მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა.

ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.

მან ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა: ოქრო ლიპარტელიანმა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოები კი თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) .

მკითხველის კომენტარები / 14 /
ა კაცი,მიდი მიაწექი რა კარგად იჭიდავა.
გოჩა
11 თებერვალი 2019 20:47
0
შენ გაგახაროს ღმერთმა ვარლამ ჩვენი გახარებისთვის. ევრონიუსზე სულ შენზე ლაპარაკობენ, ორი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხაო. ყველგან გამარჯვებით გევლოს და კვლავაც მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები!
არჩილ
11 თებერვალი 2019 13:48
0
ორმა კაცმა რომ გითხრას ღორი ხარო,ღრუტუნი უნდა დაიწყოვო ნათქვამი.ვინ ყოფილა კაცო,ეს ვარლამ ლიპარტელიანი.რამდენი უძახდა,უკვე წარსული ხარო...,წადიო....ამან კი არაფრით არ დაუჯერა.იგებს,იგებს და კიდევაც კარგა ხანს აპირებს მოგებას.მიდი ლიპო,აწმყო რომ შენია,ხომ ფაქტია და დაე მომავალიც შენი იყოს.გისურვებ შენი და ჩვენი ოცნების ახდენას.
სოსო
11 თებერვალი 2019 13:30
0
შენ გაგახაროს ღმერთმა ვარლამ ჩვენი გახარებისთვის. ევრონიუსზე სულ შენზე ლაპარაკობენ, ორი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხაო. ყველგან გამარჯვებით გევლოს და კვლავაც მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები!
არჩილ
11 თებერვალი 2019 13:20
0
გილოცავ და გმადლობთ!!! იმედია, ევროპაზე, მსოფლიოზე და ოლიმპიდაზეც გაგვახარებ!!! წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
11 თებერვალი 2019 11:03
0
გენაცვალე, მაგრად გაგვახარე ბრავო
irakli
11 თებერვალი 2019 10:35
0
გენაცვალე მაგარი ქართველი
irakli
11 თებერვალი 2019 10:31
0
საამაყო ქართველი ხარ.
მაია
11 თებერვალი 2019 08:21
0
გილოცავთ! ისეთი ფალავნები დასცა, წელს მაინც უდა გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი
მერაბ გ.
11 თებერვალი 2019 08:11
0
Varlam.eris kaci xar
Lasha
11 თებერვალი 2019 01:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული