ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მესამედ მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა.

ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.

მან ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა: ოქრო ლიპარტელიანმა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოები კი თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) .

მკითხველის კომენტარები / 14 /
სულით და გულით გილოცავ ვალერი!!! ნამდვილად უქრო კაცი ხარ!!!...
არტაგი
10 თებერვალი 2019 23:16
1
იმედია ლიპო ნავს გატეხავს და ვერცხლის მაგივრად აწი სულ ოქროები წამოვა. წარმატებები!
ave
10 თებერვალი 2019 22:55
0
ბრინჯაო,ვერცხლი და კაპიტანის ღირსეული დაბოლოვება ოქროთი. გილოცავთ ბიჭებო, ასე ერთობით გაგემარჯვოთ ყოველთვის!!!
გენაცვალე ლიპო
10 თებერვალი 2019 22:45
0
ეგრე რა:))
სსა
10 თებერვალი 2019 22:35
0

სიახლეები პოპულარული