ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მესამედ მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა.

ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.

მან ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა: ოქრო ლიპარტელიანმა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოები კი თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) .

მკითხველის კომენტარები / 14 /
იმედია ლიპო ნავს გატეხავს და ვერცხლის მაგივრად აწი სულ ოქროები წამოვა. წარმატებები!
ave
10 თებერვალი 2019 22:55
0
ბრინჯაო,ვერცხლი და კაპიტანის ღირსეული დაბოლოვება ოქროთი. გილოცავთ ბიჭებო, ასე ერთობით გაგემარჯვოთ ყოველთვის!!!
გენაცვალე ლიპო
10 თებერვალი 2019 22:45
0
სულით და გულით გილოცავ ვალერი!!! ნამდვილად უქრო კაცი ხარ!!!...
არტაგი
10 თებერვალი 2019 23:16
1
ეგრე რა:))
სსა
10 თებერვალი 2019 22:35
0
შენ გაგახაროს ღმერთმა ვარლამ ჩვენი გახარებისთვის. ევრონიუსზე სულ შენზე ლაპარაკობენ, ორი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხაო. ყველგან გამარჯვებით გევლოს და კვლავაც მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები!
არჩილ
11 თებერვალი 2019 13:48
0
Varlam.eris kaci xar
Lasha
11 თებერვალი 2019 01:56
0
გილოცავ და გმადლობთ!!! იმედია, ევროპაზე, მსოფლიოზე და ოლიმპიდაზეც გაგვახარებ!!! წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
11 თებერვალი 2019 11:03
0
გილოცავთ! ისეთი ფალავნები დასცა, წელს მაინც უდა გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი
მერაბ გ.
11 თებერვალი 2019 08:11
0
გენაცვალე, მაგრად გაგვახარე ბრავო
irakli
11 თებერვალი 2019 10:35
0
საამაყო ქართველი ხარ.
მაია
11 თებერვალი 2019 08:21
0

სიახლეები პოპულარული