განახლებული რეიტინგი - მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტიდან 5 საქართველოს ნაკრების წევრია

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტია.

პირველ ადგილს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იკავებს, მეორე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილია, მესამე პოზიციაზე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილია (90 კგ).

მეხუთე პოზიციაზე რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეა (60 კგ).

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი კარიერაში მესამედ მოიგო.

Sportall.Ge

altვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მესამედ მოიგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავის დროზე,მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი,შოთა ხაბარელი ნაკრებიდან გაუშვეს,წარსულიაო,ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავის გაშვება სურდათ იგივე მოტივით.პასუხი მისი მხრიდან,სახეზეა,მაგრამ ისევ თუ დაიწყო ასეთივე კამპანია,ისევ იგივეს წამოაძახებენ,წარსული ხარო.ვერ ვისწავლეთ დიდი მოღვაწეების დაფასება და რაღაც წვრილმანებზე ვახურდავებთ მათ ავტორიტეტს.ვარლამ ლიპარტელიანი კი,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ არ არის ოლიმპიური ჩემპიონი,უკვე დიდი მოჭიდავეა.
სოსო
13 თებერვალი 2019 13:14
0

სიახლეები პოპულარული