ჭიდაობა

ძიუდო

განახლებული რეიტინგი - მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტიდან 5 საქართველოს ნაკრების წევრია

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტია.

პირველ ადგილს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იკავებს, მეორე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილია, მესამე პოზიციაზე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილია (90 კგ).

მეხუთე პოზიციაზე რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეა (60 კგ).

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი კარიერაში მესამედ მოიგო.

Sportall.Ge

altვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მესამედ მოიგო! [VIDEO]