ჭიდაობა

ძიუდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ჭრიკიშვილისთვის ტურნირი დარულებულია - ქართველს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

AutoSharing Option
დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში რუს მიხეილ უგოლნიკოვს უნდა შეხვედროდა.

როგორც ცნობილია, ჭრიკიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ექიმის გადაწყვეტილებით, ის მოიხსნა გრან სლემიდან. როგორც ექიმი აცხადებს, ავთო ჰოლანდიაში შეკრებაზე გაცივდა და სპორტსმენი გადაყვანილია ანტიბიოტიკურ მკურნალობაზე.

მის გარდა დღეს, 24 თებერვალს, შეჯიბრების დასკვნით დღეს კიდევ რამდენიმე ქართველი ასპარეზობს.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ბულგარელი დანიელ დიჩევი იქნება. ლაშა ტაველური კი ლატვიელ ევგენი ბოროდავკოს დაუპირისპირდება.

მძიმე წონაში ონისე
ბუღაძემ ყირგიზი იური კრაკოვეცკის სძლია და მეორე შეხვედრას იაპონელ ჰისაოში ჰარაშავასთან გამართავს. ლევან მათიაშვილის მეტოქე კი ბრაზილიელი რაფაელ სილვაა.

altდიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]