ჭიდაობა

ძიუდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი დასრულდა: ქართველები ბოლო დღეს უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
დიუსელდორფის გრანდ სლემის უკანასკნელ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მედლების მოპოვება ვერ მოახერხეს და ჩვენმა გუნდმა ტურნირი საბოლოოდ ორი მედლით დატოვა. ლუხუმ ჩხვიმიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლები პირველ დღეს მოიპოვეს.

დღეს, 24 თებერვალს ტურნირს გაციების და მაღალი სიცხის გამო ტურნირს უბრძოლველად გამოეთიშა ავთანდილ ჭრიკიშვილი.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველურმა ასპარეზობა პირველივე ორთაბრძოლაში დაასრულა, ის ლატვიელ ბოროდავკოსთან დამარცხხდა, ვარლამ ლიპარტელიანმა კი ჯერ ბულგარელ დიჩევს მოუგო, თუმცა შემდეგ იაპონელ იდასთან დამარცხდა.

რაც შეეხება მძიმე წონას - ლევან მატიაშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან
დათმო, ონისე ბუღაძე კი მეორე ეტაპზე იაპონელ ჰარასავასთან მარცხით გამოეთიშა დიუსელდორფის გრანდ სლემს.

altდიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]