განახლებული რეიტინგი: მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ლიპარტელიანს თუშიშვილმა ჩამოართვა

AutoSharing Option
© ijf.org
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტს შორის 5 საქართველოს ნაკრების წევრია.

სიის სათავეში ცვლილებაა - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი (7477 ქულა), მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა (7752 ქულა) ჩაანაცვლა.

მესამე ადგილზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილია (7042 ქულა), მეოთხე კი - რუსეთის საუკეთესო ძიუდოისტი რობერტ მშვიდობაძე (6446 ქულა).

მეშვიდეა ვაჟა მარგველაშვილი (5701 ქულა), მე-10 პოზიციას კი ლაშა შავდათუაშვილი (5696 ქულა) იკავებს.

წინა რეიტინგისგან განსხვავებით,
ათეული დატოვა ამირან პაპინაშვილმა.


Sportall.Ge

altდიუსელდორფის გრანდ სლემი დასრულდა: ქართველები ბოლო დღეს უმედლოდ დარჩნენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
5 საიდან გამოდის თუ საქართველოს ნაკრებზეა საუბარი 4ია თუ ქართულ გვარიანებზე 6. საშუალო გამოიყვანეთ ხუთი?
ჯონდო
26 თებერვალი 2019 17:58
0
მთავარია კვლავაც ქართველია პირველი! ორივენი ჩვენები არიან!
წარმატებები ბიჭებო
26 თებერვალი 2019 16:10
0
ვინ უყურებს ამ სულელურ რეიტინგებს? რინერი და უძლიერესი იაპონელები საერთოდ არ არიან ამ რეიტინგშ და არც ანაღვლებთ.ოლომპიადას და მსოფლიოს ოქროებს იშვიათი გამონაკლისის გარდა სულ ეგენი იგებენ და ტოკიოშიც იგივე მოხდება
ზაზა
26 თებერვალი 2019 16:07
7

სიახლეები პოპულარული