განახლებული რეიტინგი: მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ლიპარტელიანს თუშიშვილმა ჩამოართვა

AutoSharing Option
© ijf.org
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტს შორის 5 საქართველოს ნაკრების წევრია.

სიის სათავეში ცვლილებაა - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი (7477 ქულა), მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა (7752 ქულა) ჩაანაცვლა.

მესამე ადგილზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილია (7042 ქულა), მეოთხე კი - რუსეთის საუკეთესო ძიუდოისტი რობერტ მშვიდობაძე (6446 ქულა).

მეშვიდეა ვაჟა მარგველაშვილი (5701 ქულა), მე-10 პოზიციას კი ლაშა შავდათუაშვილი (5696 ქულა) იკავებს.

წინა რეიტინგისგან განსხვავებით,
ათეული დატოვა ამირან პაპინაშვილმა.


Sportall.Ge

altდიუსელდორფის გრანდ სლემი დასრულდა: ქართველები ბოლო დღეს უმედლოდ დარჩნენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
5 საიდან გამოდის თუ საქართველოს ნაკრებზეა საუბარი 4ია თუ ქართულ გვარიანებზე 6. საშუალო გამოიყვანეთ ხუთი?
ჯონდო
17:58 26-02-2019
0
მთავარია კვლავაც ქართველია პირველი! ორივენი ჩვენები არიან!
წარმატებები ბიჭებო
16:10 26-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული