ჭიდაობა

ძიუდო

საქართველოს ნაკრებმა ანტალიის ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 2-3 მარტს ანტალიაში ევროპის თასზე იასპარეზა. ვაჟებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს:

ოქრო - გიორგი ტერაშვილი (-66კგ), აკაკი ჯაფარიძე (-81კგ), თორნიკე ფოლადაშვილი (-90კგ).

ვერცხლი - დავით ბახბახაშვილი (-60კგ), გიგა ტატიაშვილი (+90კგ).

ბრინჯაო - ამირან თაბუკაშვილი (-66კგ), ელგუჯა ჭინჭარაშვილი (-66კგ), ლაშა მღებრიშვილი (-81კგ), გიზო გუგუნაშვილი (-90კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+90კგ).

გოგონების ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია: ნინო ლოლაძე (-52კგ) და ნინო გულბანი (-70კგ).