მარაკეშის გრან პრი: ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 მარტს მაროკოს ქალაქ მარაკეშის გრან პრის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პაპინაშვილმა ინგლისელი ეშლი მაკენზი ორი ვაზარით დაამარცხა.

იქამდე პაპინაშვილმა ყაზახ მაგჟან შამშადინს და ესპანელ ნუნიეს როდრიგესს სძლია, უკრაინელ არტიომ ლესიუკთან კი დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში  მაროკოელ ისამ ბასუსას მოუგო.

მან ამ ტურნირზე კარიერაში მე-15 მედალი მოიგო.

სამწუხაროდ 66 წონით კატეგორიაში ნიკო ჭიკაიძე და გიორგი გუგულაშვილი უმედლოდ დარჩნენ.

9 მარტს ტურნირზე ლაშა შავ
დათუაშვილი
, ფრიდონ გიგანი ( 73 კგ ), ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი (81 კგ) იჭიდავებენ. შეხვედრები 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან.

10 მარტს კი ტატამზე საჭიდაოდ გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) გავა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა,სადაც დენის იარცევს შეხდება.გიგანმა იარცევთან მეოთხედფინალში თითქმის მოგებული შეხვედრა დათმო.იარცევს გდება-ვაზარი გაუკეთა 36 წამით ადრე და შებოჭვაში დროს გაყვანა სცადა,მაგრამ ამ ჯაჯგურში იარცევმა გადაიბრუნა და შებოჭვით წააგო 11 წამით ადრე, დამთავრებამდე.ფრიდონს აშკარა პრობლემები აქვს გამძლეობაში და სანუგეშოშიც, ამის გამო სამი გაფრთხილებით მოხსნეს.ისე ლაშასაც არ ეტყობოდა დიდი მზადყოფნა ფიზიკაში და ილეთების გაკეთებაც,საკმაოდ უჭირდა.ორი შეხვედრა მოიგო მტკივნეულ მახრჩობელათი.არ ვიცი,შეიძლება მართლა მიკერძოებული ვარ,მაგრამ ჩვენ ძალიან ადვილად გვაფრთხილებენ მსაჯები,მეტი წილი მეტოქეებისაგან განსხვავებით.
სოსო
19:08 09-03-2019
0
1-ლი ადგილის იმედი ამ წონაში ა რ უნდა გვქონდეს ?!
გლახუნა
01:03 09-03-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული