ჭიდაობა

ძიუდო

7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ქართველი ძიუდოისტების წარმატება შვეიცარიაში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianJudoFederation

9-10 მარტს შვეიცარიის ქალაქ ასტერში გამართულ ევროპის თასზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ) და ამირან წიქორიძე (+100 კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: იმედა გოგოლაძე (-90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (-100 კგ). ბრინჯაოს მედალი გიორგი ჩიხელიძემ (-73 კგ) მოიპოვა.

მომზადებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ