ეკატერინბურგის გრანდ სლემი: ვაჟა მარგველაშვილის გარეშე, ბექა ღვინიაშვილი ბრუნდება

AutoSharing Option
ფოტო: Ijf.org

15-17 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გრანდ სლემი გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს 12 ძიუდოისტისგან შემდგარი ნაკრები მიიღებს.

ტურნირში ვერ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი ( 66 კგ). მას ნეკნი აქვს დაზიანებული და გუნდს დააკლდება.

სამაგიეროდ, რუსეთში იჭიდავებს ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ არცერთ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
66 კგ - ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ვალერი იაშვილი
81 კგ - ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ - უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი
100კგ - ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
100 კგ - გელა ზაალიშვილი

altძიუდოს რეიტინგი: პირველი კვლავ ქართველია, შავდათუაშვილმა კი ათეული დატოვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოზაძემ პირველი მტკივნეულით მოიგო,მეორეში კი,ოგუზოვთან,თავი არ დაუზოგავს,მაგრამ ბოლო წუთზე ვაზარი გაუშვა და გათანაბრება ვეღარ მოასწრო.ძალიან კარგად იბრძოლა.ნინიაშვილმა პირველი მოიგო,ჩხვიმიანი კი მეოთხედფინალში დამარცხდა.მარცხენა მხარი დაიზიანა და მას შემდეგ სამი გაფრთხილება,აქედან ბოლო,დამატებით დროში მისცეს.
სოსო
15 მარტი 2019 13:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული