ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან დათმო

AutoSharing Option
ფოტო: Ijf.org

15 მარტს ეკატერინბურგის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან ვაზარით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ლუხუმმა აქამდე ტაჯიკი დალერ ქურბონჯონოვი და ბრაზილიელი პელიპელი პელიმსი დაამარცხა, შემდეგ კი რუს ისლაემ იაშუევთან დამარცხდა. რეპეშაჟში კი ასევე რუსეთის წარმომადგენელ სახვაატ გაჯიევს სძლია.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი. მისი მეტოქე იაპონელი ტარო ფუჯისაკა იქნება.

alt რუსების გავლით - ჩხვიმიანი და ნინიაშვილი ეკატერინბურგში ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული