ბაგრატ ნინიაშვილმა ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი იპონით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: Ijf.org

15 მარტს ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მან 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაპონელი ტარო ფუჯიკასა იპონით დაამარცხა.

ბაგრატი პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში მან რუსეთის წარმომადგენელ არამ გრიგორიანს მოუგო, შემდეგ კი ფრანგ დანიელ ჯინს სძლია.

ნახევარფინალში ნინიაშვილი რუსეთის წარმომადგენელ ისა ისაევს შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო.

ლეხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან დათმო.

16 მარტს 73 და 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იჭიდავებენ. საქართველოს
ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილი, ვალერი იაშვილი (ორივე 73), ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი (81) გამოვლენ.

altლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან დათმო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ! კაი ტექნიკრი ბიჭი ჩანს.. წარმატებები
მიროსან
15 მარტი 2019 18:31
0
დასანანია ნაგლიაშვილი რომ ვერწავიდა ამ გრანდსლემზე ამ ორიბიჭის იმედიმაქ ამწონაში ყველაზემეტად



ბაგრატსკი ვულოცავ უკვე მეორე მედალია ერთი გრანპრი და ეს ნესამეც არაა პატარა საქმე ამ ასაკში ყოჩაღ
ცარუ
15 მარტი 2019 22:04
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული