ჭიდაობა

ძიუდო

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის გრან პრისთვის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ "ფეისბუქის" მეშვეობით თბილისის გრან პრისთვის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა.

თბილისის გრან პრი სტარტს 29 მარტს აიღებს და 31 მარტს დასრულდება.

საქართველოს დედაქალაქს 55 ქვეყნიდან 429 ძიუდოისტი, მათ შორის, 238 კაცი და 191 ქალი ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამ დროისთვის ასე გამოიყურება, თუმცა ახლო მომავალში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს:

ვაჟები
60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, ირაკლი კუპატაძე
66 კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ნიკო ჭიკაიძე, გიორგი თუთაშვილი
73 კგ - ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, ლაშა გიუნაშვილი,
გიორგი ჩიხელიძე
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი
90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ - ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე

ქალები
48 კგ - ნატალია ყიფშიძე, მარი მახარაშვილი, მარიამ ციხელაშვილი
52 კგ - მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
63 კგ - მზია ბებოშვილი
70 კგ - მარიამ ჭანტურია
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი