არის ოქრო! - ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან პრის ფინალში იპონით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, ანტალიის გრან პრიზე მეორე საშეჯიბრო დღეს ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, იტალიელი კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე მან ჰოლანდიელ ჯიმ ჰეიმანს, გერმანელ მატიას კასს, უკრაინელ ბოგდან ზუსკოს, კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიერს და  ოლიმპიურ ჩემპიონს, რუსეთის წარმომადგენელ ხასან ხალმურზაევს სძლია.

21 წლის მაისურაძემ კარიერაში პირველი გრან პრი მოიგო!

სამწუხაროდ, მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ბექა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა გიუნაშვილმა (73 კგ), ლადო ახალკაცმა (81 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ).

მკითხველის კომენტარები / 5 /
მალე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონობა მოგველოცოს ქართველო
zaza
06 აპრილი 2019 22:12
0
ჯიგარი ხარ ლუკა!
აპოლონიუს
06 აპრილი 2019 21:53
0
შენ გენაცვალე,სულ იპონ იპონ იარე
ჯუდო
06 აპრილი 2019 21:29
0
დავაგვიანე ყურება მაგრამ ვენაცვალე, რას დააკრა ბეჭებზე! მაგარი ბიჭია ძალიან. არ დაილევიან ეგეთი ქართველი ბიჭები!
გიორგი
06 აპრილი 2019 20:28
0
გილოცავ ლუკა! და გილოცავთ ყველას! ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან ძლიერად და ჭკვიანურად ჩაატარა ყველა შეხვედრა! ყოჩაღ. კიდევ მრავალი ჯილდო მოგეპოვოს და მრავალჯერ დაგეგუგუნებინოს ქართული ჰიმნი.
ლექსო
06 აპრილი 2019 20:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული