ანტალიის გრან პრი. III დღე: ოქროს მოპოვების შანსი სამ ქართველ ძიუდოისტს აქვს!

AutoSharing Option
7 აპრილს ანტალიის გრანდ პრის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც მედლის მოპოვების შანსი სამ ქართველ ძიუდოისტს აქვს.

90 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალურ ორთაბრძოლას თურქ მიქაილ ოზერლერთან გამართავს, მეორე ნახევარფინალური შეხვედრა კი გიორგი პაპუნაშვილსა და ებრაელ იტეი გოლანს შორის გაიმართება.

არის შანსი, რომ ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ქართველი ფალავნები დაუპირისპირდნენ.

მძიმე წონით კატეგორიის ფინალში კი ლევან მატიაშვილი გავიდა, რომელიც ჰოლანდიელ როი მეირს დაუპირისპირდება.

გიორგი ქავთარაძე პირველივე ეტაპზე რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა.

გოგონები
მარიამ ჭანტურიამ 70 კგ. წონით კატეგორიის პირველ შეხვედრაში
ამერიკელი ჩანდალ რაითი დაამარცხა, თუმცა შემდეგ სლოვენიელ ანკა პოგაცნიკთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სოფიო სომხიშვილი კი მძიმე წონით კატეგორიის პირველივე ორთაბრძოლაში ესპანელ სარა ალვარესთან დამარცხდა.

altარის ოქრო! - ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან პრის ფინალში იპონით იმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
უზნაძეს რომ გაუშვებ ნაკრებიდან მეტის ღირსია ფედერაცია
0
მათიაშვილი და პაპუნაშვილი ლომები არიან! მაგრად იჭიდავეს! ერთი პაპუნა ეგ თურქი დაკარ ბეჭებზე ავთოს რომ ტყუილი გაფრთხილებებით ვითომ მოუგო!
მწვრთნელი
15:45 07-04-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული