ბაქოს გრანდ სლემი: ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81 კგ  წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი მოჭიდავის პირველი მეტოქე რუმინელი ვლად ვიშანი გახლდათ. გრიგალაშვილმა მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა.

შემდეგ ეტაპზე ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ტატომ ისიც დაამარცხა.

მესამე ტურში მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იყო. გრიგალაშვილმა აზერბაიჯანელ მოჭიდავესაც აჯობა.

1/4 ფინალში ქართველის წინააღმდეგ ტატამზე შვედი რობინ პასეკი დადგა. ტატომ შვედი ძიუდოისტი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში კი, ბულგარელ ივაილო ივანოვთან მე-9 წუთზე დამარცხდა.

81 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართველი - ნუგზარ ტატალაშვილი. სამწუხაროდ, ნუგზარი მესამე წრეში დამარცხდა ებრაელ მეტოქესთან.

73 კგ კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში წააგო ლაშა შავდათუაშვილმა.

დღეს ქართველებისაგან მხოლოდ გრიგალაშვილმა მოიპოვა მედალი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
73 ში და 100 ში გვაქვს საქმე ცუდად თორემ სხვა წონებში უკვე წამოვიდნენ ბიჭები ამათ ნაგლიაშვილი უნდა დავუმატოთ კიდევ და იმედია მალე აჩვენებს თავის ტალანტს
ცარუ
12 მაისი 2019 20:37
0
ლაშა შაცდათუაშვილს ბაქოში არ უჭიდავია და რანაირად წააგო?
ნიკ
11 მაისი 2019 22:07
0
იქნება გვეშველოს რამე 81-ში, (რეხვიაშვილი და არა ტატალაშვილი, შეცდომაა) დაიღალა ტურისტად სიარულით.
ჯ ი ჯ ი
11 მაისი 2019 19:10
0
იქნება გვეშველოს რამე 81-ში, თორემ ტატალაშვილი დაიღალა ტურისტად სიარულით.
ჯ ი ჯ ი
11 მაისი 2019 19:09
0
ეგრე ახალგაზრდებს ფართო ასპარეზი შავდათუაშვილი და ტატალაშვილი მუდმივად ხო არ იქნებიან?
vova
11 მაისი 2019 19:05
2
ყოჩაღ ტატო! მრავალ წარმატებას გისურვებთ. მრავალჯერ გაგეხარებინოს გულშემატკივარი!
ლექსო
11 მაისი 2019 19:01
0
მაგარი ბიჭია. ეგრე გააგრძელე!
გიორგი
11 მაისი 2019 14:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული