ბაქოს გრანდ სლემი: გელა ზაალიშვილი ფინალში რუს ძიუდოისტს გაეჯიბრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნითი დღე მიმდინარეობს.

ქართველი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ფინალში იჭიდავებს.

ნახევარფინალში მან რუს ანტონ კრივობოკოვს სძლია, ფინალში კი ასევე რუს რუსლან შახბაზოვს დაუპირისპირდება.

დღესვე საქართველოს ღირსებას კიდევ რამდენიმე ძიუდოისტი იცავდა, გიორგი ზაქარიაძე (+100კგ) მერვედფინალში გერმანელ სვენ ჰაინლისთან დამარცხდა, ონისე სანებლიძე (100კგ) რუს კაზბეკ ზანკიშიევთან, გიორგი ბერიაშვილი (100კგ) უნგრელ ზალან ოჰატთან, ლაშა ბექაური  (90კგ) მონღოლ ალტანბაგანა ჯანტულგასთან, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) კი - აზერბაიჯანელ მამადალი მედიევთან.

ფინალური ბლოკი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრების
ანგარიშზე ორი მედალია. თემურ ნოზაძემ (60 კგ) ვერცხლი, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაეჯიბრა უკვე ;)
ვვვ
19:53 12-05-2019
0
ბრავო გელა!ჩემპიონიც გახდა და არსენასავით იცეკვა კიდეც.
სოსო
18:57 12-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული