ჭიდაობა

ძიუდო

ქართველი ძიუდოისტები ევროპული თამაშების ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
24 ივნისს 2 ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.

გურამ თუშიშვილმა (+100) ნახევარფინალში ჰოლანდიელ ჰენკ გროლს იპონით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევს დაუპირისპირდება. მანამდე თუშიშვილმა პოლონელ მასიეჟ სარნაკის და რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს სძლია.

ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ნახევარფინალში ფრანგი სირილ მერე იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანს შეხვდება. მანამდე ლიპარტელიანმა მონტენეგროელ დანილო პანტიკს და ბელორუს მიკიტა სვირიდს მოუგო.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "პირველი არხის" ეთერში
შეგეძლებათ.

სამწუხაროდ, ბექა ღვინიაშვილი (90) მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ღვინიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ესტონელ ძიუდოისტს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

მესამე შეხვედრაში ღვინიაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ხუსენ ხალმურზაევთან დამატებით დროში დამარცხდა.