ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ადამიანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივნისს, ევროპულ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მოულოდნელად რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვარლამი განთესილი იყო, ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და ფინალამდე მონტენეგროელ დანილო პანტიკს, ბელორუს მიკიტა სვირიდს და ფრანგ სირილ მერეს მოუგო.

მან 4 წლის წინაც ევროპის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მალე ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავა, რომელიც ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ჯერჯერობით 18 მედალი (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-4
ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სვანი და ადამიანი დაეჭიდნენ.მოიგო ადამიანმა. :)
ანეკდოტი
07 ივლისი 2019 09:58
1
ზედმეტად ფრთხილობს და რისკზე საერთოდ არ მიდის, ეს ძიუდოს პროფესორობა ძალიან სისხლში აქვს გამჯდარი და თუარ გარისკა და არაორდინალობა თუარ გამოიჩინა ფინალს ვერასოდეს მოიგებს, იმიტორო ფინალში გადიან მასავით წარმატებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები და ეგეთებთან ზედმეტი სიფრთხილე ყოველთვის ასე მთავრდება
ქარ
25 ივნისი 2019 10:02
0
დაწყევლილია ეს ლიპო თუ რა არის სულ ფინალს როგორ აგებს ტო :(
აკო
24 ივნისი 2019 21:11
0

სიახლეები პოპულარული