ჭიდაობა

ძიუდო

გურამ თუშიშვილი: ყველამ იცის, რა მდგომარეობაა საქართველოში და...

AutoSharing Option
24 ივნისს, ევროპული თამაშების ფინალში, რუსეთის წარმომადგენლის, ინალ ტასოევის დამარცხების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მედროშეობაც ჩემთვის საპასუხისმგებლო იყო. ორმაგად მობილიზებული ვიყავი, რათა ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა გამეხარებინა.

მით უმეტეს, ფინალში დაძაბული ბრძოლა იყო. ყველამ იცის, რა მდგომარეობაა საქართველოში და გამარჯვებისთვის ყველანაირად მობილიზებული ვიყავი. ამ გამარჯვებას ჩემს ერს და ჩვენს ქვეყანას ვუძღვნი", - განუცხადა თუშიშვილმა "პირველ არხს".