ჭიდაობა

ძიუდო

ინციდენტი! - ნაკრების მწვრთნელმა ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, ძიუდოისტებს შორის ინციდენტი მოხდა:

"ძიუდოისტებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. როდესაც საქართველოს ნაკრების წევრები მინსკიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, თვითმფრინავში ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, გიორგი ბაინდურაშვილმა ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაციაში ადასტურებენ.

ბაინდურაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რასაც ფედერაციის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ.

მაისურაძე ევროპულ თამაშებზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

უახლოეს დღეებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება და კომიტეტის წევრები თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებენ".

altმინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ასევე დაგაინტერესებთ