ჭიდაობა

ძიუდო

ბუდაპეშტის გრან პრი: ვაჟებმა წააგეს, ტეტიანა ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
12 ივლისს უნგრეთში ბუდაპეშტის გრან პრი დაიწყო.

ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ქალებში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი მეოთხედფინალში გავიდა. ტეტიანამ პირველ შეხვედრაში რუსს ალესია კუზნეცოვას მტკივნეული ილეთი გაუკეთა და მოიგო, ხოლო შემდეგ პოლონა კაროლინა პიენკოვსკა დაამარცხა.

მეოთხედფინალში ტეტიანა კოსოვოს წარმომადგენელ მაჯლინდა კელმენდის შეხვდება.

სამწუხაროდ ვაჟებში ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ.

თემურ ნოზაძე (60) პირველ შეხვედრაში პორტუგალიელ გონსალო მანსინოს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა, ხოლო შეხვედრაში უზბეკ კემრან ნურილაევთან იპონით დამარცხდა.

ჯაბა პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ბრაზილიელ იტალო კარვალიოსთან დამარცხდა.