ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში მიმდინარე გრან პრის ბოლო დღეს ქართველი ძიუდოისტები სამ წონით კატეგორიაში ჭიდაობენ.

90-მდე წონით კატეგორიაში 2 შეხვედრა მოიგო ავთანდილ ჭრიკიშვილმა და 1/8 ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდა. იქამდე ავთანდილმა ჯერ პოლონელ პიოტრ კუჩერას მოუგო, შემდეგ კი შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს. შერაზადიშვილთან ჭიდაობა სრულად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, უქულოდ, გაფრთხილებების გარეშე. თუმცა ბოლო წამზე ავთანდილი მოეშვა, ეგონა დრო გავიდა და  ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ჭრიკიშვილი სწორედ უკანასკნელ წამზე დაამარცხა იპონით.

ამავე წონით კატეგორიაში ასევე 2 შეხვედრა მოიგო ბექა ღვინიაშვილმა. ბექამ პირველ
შეხვედრაში უზბეკი იახილო იმამოვი დაამარცხა. მეორე ბრძოლაში უკვე, იტალიელი მატეო მარკონჩინის მოუგო და 1/8 ფინლაში უკრაინელ ვადიმ სინიავსკის შეხვდა და ვაზარით შეძლო მისი დამარცხება. 1/4 ფინალში კი, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ კი, ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს სძლია და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ყაზახ ისლამ ბოზბაევს დაუპირისპირდება.

100-მდე წონით კატეგორიაში 1 შეხვედრა მოიგო გიორგი ბერიაშვილმა. გიორგიმ ავსტრიელი აარონ ფარას დამარცხება შეძლო. შემდეგ რაუნდში კი, ესტონელ გრიგორი მინასკინთან იპონით დამარცხდა.

100+ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა იტალიელი ვინჩენცო დე არკო დაამარცხა და შემდეგ წრეში რუს სოსლან ბოსტანოვს შეხვდა. ბოსტანოვი კი, შეხვედრის დასრულებამდე  2:18 წუთით ადრე ძალიან ლამაზი იპონით დაამარცხა და 1/4-ფინალში სლოვაკ ვიტო დრაგიჩს დაუპირისპირდა. გელამ სლოვაკის დამარცხებაც შეძლო და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი, სამწუხაროდ იაპონელ კოკორო კაგეურასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისათვის უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს შეხვდება.

ხოლო მეორე ქართველმა ონისე ბუღაძემ პირველ წრეში დომინიკელი ხოსე ნოვა ალკანტარა დაამარცხა. მაგრამ, მეორე შეხვედრაში სწორედ უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევთან წააგო.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სჭირს ბექას რა ვერ ჩადგა ფორმაში კარგი მწვრთნელი უნდა .....რა ტალანტი იკარგება აუყვანეთ უცხოელი მწვრთნელი ტოკიოში თუ ვერაფერი მოახერხა დაუმთავრდა კარიერა მაგარი გულდასაწყვეტი ბექა არ გიცნობ მაგრამ გეტყვი შენ თვითონ უნდა გადახარშო ყველაფერი გამონახა საკუთარ თავში ძალა და დაუმტკიცოს ყველას რომ უძლიერესი ხარ მსოფლიოში.
კახა
19:19 14-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული