ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

ღვინიაშვილმა ფინალში იპონით იაპონელი სანშირო მურაი დაამარცხა.

იქამდე ბექამ სლოვენიელ ნარსეი ლაცკოვიჩს, უზბეკ შახზოდბეკ საბიროვს, იაპონელ კენტა ნაგასავას და უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.

ზაალიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი რუს ანტონ ბრაჩევს, ებრაელ ორ სანსონს, პოლონელ მაცეი სარნაცკის და ჰოლანდიელ როი მეიერს მოუგო და გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა მეიერს სძლია და
ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები აგრეთვე ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

altგელა ზაალიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალში არიან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორ დაამშვენებდა ეს ორივე ფინალი ოლიმპიადას...
გიგლია
29 ივლისი 2019 11:57
1
მსოფლიო რეიტინგში -90კგ კატეგორიაში 24-ეა რეიტინგში მურაო სანშირო, მაინც და მაინც რთული მეტოქე არ გვყავდა იმიტომ რომ იაპონიის რეიტინგით ნომერ მესამეა, როცა ღვინიაშვილი ჩვენი ნომერ პირველია (შერადაზაშვილია ისე რეიტინგში პირველი მაგრამ ესპანეთის სახელითაა, თუმცა ღმერთმა გაუმარჯოს , რუსეთის სახელით კი არ გამოდის მოღალატე მშვიდობაძესავით, როგორ უნდა იდგე რუსეთის ჰიმნზე !!!) და რეიტინგით მეშვიდეა რეიტინგში ჩვენი ბექა მსოფლიოში, ამიტომ დიდად არ გამხარებია, მთავარი ბრძოლები წინ აქვს, წარმატებები ბექა !
ვახტანგი
29 ივლისი 2019 11:54
10
ბექამ წონის ლიდერები მიყარ მოყარა აქეთ იქით, ყოჩაღ. ზაალიშვილმაც იაპონიის ლიდერი გააკრა ბეჭებზე, თან ისეთი ილეთით, რომელიც მძიმე წონის მოჭიდავისათვის ძნელი შესასრულებელია, მაგრამ შეასრულა. ბიჭებო იაპონიის მსოფლიოზე 2-3 ოქრო ჩვენია.
ჯ ი ჯ ი
29 ივლისი 2019 08:27
2
28-07-2019 ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს სპორტის ისტორიაში! ხუმრობა საქმე როდია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ზედიზედ მეორედ ჰამბურგის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მოგება და ამასთან ერთად ძიუდოში,ერთ დღეს, ორი იაპონელის დამარცხება,თანაც გრან პრის ფინალში!ვულოცავთ ბექა ღვინიაშვილს და გელა ზაალიშვილს ამ დიდ წარმატებას!
გიოშა
29 ივლისი 2019 04:08
2
ველოდებოდით ბექას გამარჯვებას ძაან აებურდა ამ ბიჭს კარიერა ხან ზედა წონა ხან რა მაგრამ ყოჩაღ რომ არ გატყდა ფსიქოლოგიურად და დადო შედეგი ის რომ უდიდესი ტლანტის პატრონია რად უნდა საუბარი წარმატებები და სტაბილურობაში გადაზარდე ქართველი გულშემატკივარი შენ გვერდშია
კახა
28 ივლისი 2019 23:53
3
გილოცავთ ყველას
! რა თქმა უნდა იქამდე ვიქნები ყველა ქართველი სპორტსმენის გულშემატკივარი, სანამ პირში სული მიდგას , უბრალოდ ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტების გამო ძიუდოს მიმართ ჩემმა ინტერესმა იკლო... თუმცა ყოველთვის გამიხარდება თქვენი გამარჯვება, რაზეა საუბარი
Homer
28 ივლისი 2019 23:15
4
Ai tqven genacvaleeet.... warmatebebit gevlot sul! !!
Mirosan
28 ივლისი 2019 22:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული