საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია.
25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.
ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ლუკა მაისურაძე
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი
ქალებიდან კი განაცხადში მხოლოდ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გვყავს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ვარლამ
ლიპარტელიანს ერგო, ხოლო ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ისე თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია კირაკოზაშვილის თაობაზე ხომ ვერ დაწერდით. ვფიქრობ რომ ძალიან ნიჭერი სპორტსმენია ეს ბიჭი და თითქოს უკვე დაიკარგა ქართული ძიუდოსთვის. არ გამოვრიცხავ ახლო მომავალში რომელიმე ქვეყნის სახელით მოასპარეზე ვიხილოთ