მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია.

25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ლუკა მაისურაძე
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი

ქალებიდან კი განაცხადში მხოლოდ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გვყავს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ვარლამ
ლიპარტელიანს ერგო, ხოლო ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე 73-ში შავი უკონკურენტოთ, რო დარჩა ეს მასზე არცთუ ისე კარგად მოქმედებს, იმედია ამ წონაშიც გაჩნდება მალე კონკურენცია, რაც პირველ რიგში თავად ლაშას წაადგება.
hhh
07 აგვისტო 2019 12:26
0
81 კილო რომ გაორებულიყო და მძიმე უფრო კარგი იქნებოდა. ჩემი აზრით პაპუნაშვილს და ზაალიშვილს ეკუთვნით მსოფლიოზე გამოსვლა. იმედი მაქვს ბაგრატი და ლუხუმი გაამართლებენ.
nika
06 აგვისტო 2019 23:21
0
ალბათ არ იქნებოდა ურიგო 81 და 100+ წონების გაორება. მესმის რომ პაპინაშვილიცა და მარგველაშვილიც ძალიან ღირსეული და დასაფასებელი სპორტსმენებია, მაგრამ ალბათ მეტი შანსი გვექნებოდა მედლების გაორებულ დიდ წონებში.

ისე თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია კირაკოზაშვილის თაობაზე ხომ ვერ დაწერდით. ვფიქრობ რომ ძალიან ნიჭერი სპორტსმენია ეს ბიჭი და თითქოს უკვე დაიკარგა ქართული ძიუდოსთვის. არ გამოვრიცხავ ახლო მომავალში რომელიმე ქვეყნის სახელით მოასპარეზე ვიხილოთ
გიორგი
06 აგვისტო 2019 16:47
1
როცა კარგად არ ერკვევით ძიუდოში, არ არის აუცილებელი ხისტი განცხადებები აკეთოთ!!! ლიპარტელიანი, დიახ არის ევროპის ჩემპიონი, ოღონდ 5 გზის კი არა 3 გზისაა, ხოლო ჩხვიმიანი მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ზაალიშვილზე ვისაც შეგვტკივა გული, მაინცდაამაინც მოქმედ ევროპის ჩემპიონს არ უნდა მივადგეთ პრეტენზიით!!!!
ქომაგი
06 აგვისტო 2019 16:04
6
ლიპარტელიანს ოქრო აქვს საერთოდ? ევროპაზე მაინც.. ვერცხლის კაცია-მეთქი და არ მოსწონს ხალხს.
odala
06 აგვისტო 2019 13:26
18
ჯერ ერთი შენ რომ ინტრიგანი ხარ, დიდმა ნაწილმა იცის, ახლა მეორე, რა ასაკის ხარ არ ვიცი, ვფიქრობ არვ ისეთი პატარა ხარ, რომ არ გახსოვდეს ვალერის არაერთგზის ევროპის ჩემპიონობა, არსებობს ასეთი რამ: კომპიუტერი ჰქვია და იქ ვიღაც მადლიანს ეომ თხოვო მოგაძებნინებს ამ კაცის პირად,ან ოფიციალურ ვებ გვერდს,ჰოდა იქ გაეცნობი მის ოქროებს შე ბოღმის ბუკეტო. მართლა მიკვირს-საიდან და რატომ გაქვს ამხელა ღვარძლი? მე უფრო მგონია,რომ ლანძღვა-გინებას მიეჩვიედა უჭმელივით ხარ დედა თუ არ აგინებინე..............
gela 67
06 აგვისტო 2019 16:03
0
რა მოსაწონია, კაცი ხუთგზის ევროპის ჩემპიონია და ამის აზრზე არა ხარ, შეეშვი რა იმის კეთებას, რაც არ გამოგდის.
ოდალიან-ს
06 აგვისტო 2019 14:08
1
ნინიაშვილი რითია ზაალიშვილზე უკეთესი, ან გინდა არასტაბილური ჩხვიმიანი?
ლაშა L.S.R.
06 აგვისტო 2019 12:44
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული