ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრძოლა ოქროს მედალისთვის 60-კმდე წონით კატეგორიაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ტოკიოში გამართული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანმა და საკუთარ კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლუხუმმა ფინალში უზბეკი ძუდოისტი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა.

altლუხუმ ჩხვიმიანმა კრიტიკოსებს ნიშნი მიუგო: "ტურისტად მიდისო ტოკიოშიო, დამენახეთ, სადა ხართ?" [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალშია! ევროპის ღირსების დასაცავად [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ჩხვიმიანი მეოთხედფინალშია, პაპინაშვილი ჩემპიონატს გამოეთიშა [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ქართველები სრული სვლით! პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მერვედფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
ლუხუმ გილოცავ და გაიხარე.
nikoloz
26 აგვისტო 2019 08:13
0
ეს რაღაც ახალი სტილია ძიუდოში, თითქმის ყველა ბრძოლა ჩაბრუნებით, ანუ კონტრილეთით მოიგო, სასწაულია ნამდვილი, ასეთი რამე არ მინახავს, თან როგორი დაუღლელია, ყოჩაღ, ბრავო, ბრავისიმო! მადლობა ამ სიხარულისთვის!!!
ბმბ
26 აგვისტო 2019 02:42
0
"ეღირსებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა"! - გენაცვალე, მიდი ლუხუმ, ეს ერთი და სხვა მრავალი!!!
joko
25 აგვისტო 2019 23:38
0
ცოტა მიმოხილვა რომ დაწეროთ არა? ვის შეხვდა, როგორ მივიდა ჩემპიონობამდე და ა.შ.
ჯონდი ბაღათურია
25 აგვისტო 2019 20:51
3
ნახევარფინალის ვიდეო სად ვნახოოო
გუჯა
25 აგვისტო 2019 20:42
0
სილქ უნივერსალზე მიდის რეპორტაჟები წინასწარისაც და ფინალურისაც.ასე რომ შეგიძლია ჩანაწერში ყველა ბრძოლა ნახო,მისიც და პაპინაშვილისაც
სოსო
26 აგვისტო 2019 10:56
0
Araa arsad. .. ise gautydat iaposhkes malaven etyobat :-)))
Mirosan
26 აგვისტო 2019 06:18
0
დიდი მადლობა ასეთი სიხარულისათვის. ეს ერთი და სხვა მრავალი.
გია
25 აგვისტო 2019 19:57
1
ჯერ მსოფლიოს მოგება იაპონიაში რამხელა ამბავია,იმ წონაში სადაც მასპინძლები დარწმუნებულები იყვმენ ოქროს მოიგებდნენ.მაგრამ მოგებაც არის და მოგებაც.ასე ლამაზად,კაცურად იჭიდავო ნახევარფინალი და ფინალი ნამდვილი გმირობაა.აღფრთოვანებული ვარ.მადლობა გმირს.
თემო
25 აგვისტო 2019 19:47
0
გილოცავთ ყველას ლუხუმის წარმატებას. ნამდვილად, ყველა ქართველი ძალიან გაგვახარა. სულ 4 მსოფლიოს ჩემპიონი გყვავს ხომ? ცირეკიძე, ჭრიკი, თუშიშვილი და ჩხვიმიანი, ხომ არ მეშლება? და ოლიმპიადა სულ 3 ძიუდოისტს აქვს მოგებული, ზვიადაური, ცირეკიძე და შავდათუაშვილი
სხვა რაკურსი
25 აგვისტო 2019 19:45
5
გულწრფელად ვაღიარებ, ნამდვილად არ მჯეროდა ლუხუმის არათუ ჩემპიონობის, არამედ ბრინჯაოს მედლისაც კი.
შენ გაიხარე ლუხუმ შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად, დაილოცოს შენი აღმზრდელი მშობლები, მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად.
გულწრფელად გიხდი ბოდიშს, რომ არ მჯეროდა შენი და უაღრესად დიდ მადლობას გიხდი ამ სიხარულისთვის.
შალვა 73
25 აგვისტო 2019 19:29
0
ღმერთმა დალოცოს შენი სახელი და გვარი, შვილო! ამ წყნარ კვირას დღეს ნახევარ გერმანიას ესმოდა ჩემი ყიჟინა. იცოცხლე და გაიხარე!
ღლონტი
25 აგვისტო 2019 18:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული