ლუხუმ ჩხვიმიანმა კრიტიკოსებს ნიშნი მიუგო: "ტურისტად მიდისო ტოკიოშიო, დამენახეთ, სადა ხართ?" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 წლის ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ კრიტიკოსებს სოციალური ქსელით მიმართა:

"ეს ტურისტად მიდისო ტოკიოშიო, ჩხვიმიანიო და რაღაცებს რომ წერდით იქ, გაიჩითეთ აბა ერთი, დამენახეთ, სადა ხართ?"

altლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალშია! ევროპის ღირსების დასაცავად [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ჩხვიმიანი მეოთხედფინალშია, პაპინაშვილი ჩემპიონატს გამოეთიშა [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ქართველები სრული სვლით! პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მერვედფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა ხართ ეგეთი უმადურები რო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და კაცს კიდე საყვედურობთ?.. სულგრძელი კაცია და კიდე თავი შეიკავა თორე კი ვიცი რისი ღირსიცაა ამის მთქმელი, ევროპის მოქმედ ჩემპიონზე რო მაგას იტყვის... კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის განსხვავებას ვერ ხედავთ?
Irakli Apkhaidze
02 სექტემბერი 2019 16:36
1
დღეს ადრიანად დაგვასვენეს ჩვენებმა.მარგველამ,როგორც სჩვევია,მხოლოდ შეტევაზე ფიქრით,მეორე ბრძოლაში წააგო მარტივი იპონით.ასეთი კლასის მოჭიდავემ არ შეიძლება ამდენჯერ წააგოს ასე უბრალოდ.ტატიანა შუკვანი ძალიან უილაჯოდ გამოიყურებოდა და ვიეტნამელთან წააგო(ამასაც მოვესწარით,თუნდაც ქალებში),ხოლო ნინიაშვილი მონღოლთან,დამატებით დროში მოხსნეს.ბაგრატს არაქათი გასძვრა და სამივე გაფრთხილება დამატებით დროში მიიღო.მის მეტოქეს კი ძირითად დროში ჰქონდა ორი გაფრთხილება.დამატებითი დრო სამწუთნახევარი გაგრძელდა და გასაგებია,რომ დაიღალა,მაგრამ მონღოლმა წინა ბრძოლაში 5,41 წუთი იჭიდავა დამატებითი და წესით,ის უფრო უნდა დაღლილიყო.ლუხუმ ჩხვიმიანი,პირველ რიგში კარგი ფიზიკური მზადყოფნის ხარჯზე გახდა ჩემპიონი და სხვებმაც რომ მას მიჰბაძონ,ცუდი არ იქნებოდა.თუ მან შესძლო საქართველოს პირობებში,ესე იგი,სხვებსაც შეუძლიათ.ხვალ ლაშა შავდათუაშვილსაც ძალიან მძიმე კენჭისყრა აქვს,მაგრამ არც თვითონ არის სხვებისათვის ბედის საჩუქარი და იმედი მაქვს,პირველ რიგში ფიზიკური ძალები ეყოფა წარმატების მისაღწევად.
სოსო
26 აგვისტო 2019 10:33
0
გულით ვულოცავ ამ გამარჯვებას,ძალიან გამახარა.ისე კი არ შეშვენის ჩემპიონს ზედმეტი ბაქიაობა პატივი უნდა სცეს თუნდაც კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივარს
irakli81
26 აგვისტო 2019 10:25
1
გეთანხმები. მისგან ბევრი არ ელოდა ამ წარმატებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაუხარდა. ასე იყო შავდათუაშვილიც ოლიმპიადაზე, მაგრამ გვასახელა . იმედია, იგივე მოხდება ჩხვიმიანის შემთხვევაშიც
: )))))))
26 აგვისტო 2019 22:00
0
პირველ რიგში წარმატებები ლუხუმს კიდევ უფრო მეტი და მეტი მოეგოს და გავეხარებინეთ.
ისე ამ ბოღმაობას თავი რომ დაანებოს არ აწყენდა: დაგენახვები და თუ გინდა შეგხვდები და გეტყვი კიდეც პირში ლუხუმ რომ რაც ნაკრებში ხარ, თუ წლევანდელ წელს არ ჩავთვლით, მართლა ტურისტად დადიოდი. შენი კარგად ნაჭიდავები და მოგებული მე არაფერი მახსოვს. და ყოველთვის მეგონა რომ ვიღაც "კრიშავდა" ამ უნიჭო, ჯაჯგურა სპორტსმენს, რომელიც ერთ ნორმალურ ილეთსაც კი ვერ აკეთებდა და ხშირად იყო განხეთქილების მიზეზი ნაკრებში.
გიორგი
26 აგვისტო 2019 10:17
3
ცოტა თავმდაბლობა არ აწყენდა ნამდვილად. არ უხდება დიდ სპორტსმენს ბოღმიანობა და ნიშნის მოგებით საუბარი. თუ თავის განვლილ კარიერას გადახედავს ლუხუმი, ნამდვილად ჰქონდა ყველას მისი კრიტიკის მიზეზი.
ისე კი სულით და გულით ვულოცავ ან უდიდეს წარმატებას. ამ წონაში, იაპონიაში გახდე ჩემპიონი ურთულესია ნამდვილად.კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ. წინ ოლიმპიადაა და იქაც ოქროთი გავეხარებინოთ.
გიორგი
26 აგვისტო 2019 10:09
1
მთელი გულით გილოცავ ლუხუმ,ძალიან გაგვახარე.იმედი მქონდა,რომ რომელიმე მედალს აიღებდით,მაგრამ ოქროზე არც მიფიქრია,ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო.აქ შენ იყავი ჩასაფრებული და ჭკვიანური ჭიდაობით,ოქრო მოინადირე,მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ საკულაოდ,უკვე შენზე ინადირებენ და ჩაგისაფრდებიან.ასე რომ ჩასაფრება აღარ გამოგივა.უბრალოდ კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ახვიდე.მსოფლიოს ჩემპიონისაგან,სულ ცოტა ოლიმპიურ მედალს უნდა ველოდოთ და აბა შენ იცი.ევროპისა და მსოფლიოს შემდეგ,ოლიმპიურ ჩემპიონზე ვეღარავინ გაიხუმრებს,ტურისტადაა წამოსულიო.წარმატებები ლუხუმ.
სოსო
26 აგვისტო 2019 09:56
1
ხალხის საქმენი არის კრიტიკა, მოწონება, სტვენა, მხარდაჭერა... ხოლო სპორტსმენების, განსაკუთრებით ჩემპიონების და საქვეყნოდ აღიარებულების საქმენი კი მხოლოდ და მხოლოდ თავდამბლობა, თავშეკავება. შენ კი ქარაქუცობ. ასე გამოდის, რასაც ვუყურებ. ისე გულით გილოცავ. ყოჩაღ, გამახარე, დილის ექვსის საათიდამ ნაგულშემატკივარი.
ოკრიბელი
26 აგვისტო 2019 09:19
2
ყური არ უგდო ბოღმიანებს,მიაწექი ძმაო ბევრჯერ უნდა გაგვახარო კიდევ,წერონ და იკითხონ შენ კი სულ ეგრე გაგეხარებინოს ჩვენი ქვეყანა წინ ოლიმპიადაა წარმატებას გისურვებ.გენაცვალე ვაჟკაცობაში ქართველო!
ლევანი
26 აგვისტო 2019 07:15
1
წარმატებას გილოცავ კარგო კაცო ისაუბრონ ისაუბრონ შენ კი ოქროთი უპასუხე ..ოლიმპიადაზე გაგვახარე
gio
26 აგვისტო 2019 03:51
0
მართალია ეს კაცი,ხალხის უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს სპორტი და სპორტსმენობა,ისინი მხოლოდ მაშინ გულშემატკივრობენ როდესაც წარმატებულია და თუ ერთი ფეხი დაგიცდა გადაგივლიან,მიწასთან გაგასწორებენ,როგორც ეს საბურთალოს შემთხვევაში მოხდა.შერიფთან თამშის შემდეგ გმირები იყვნენ და არარატთან წაგების შემდეგ მოღალატეები,თითქმის არანაირი გამხნევება,არადა ბიჭები ამ ყველაფერს კითხულობენ და რომ იცოდეთ როგორ განიცდიან,ფაქტი აგერ სახეზეა.ამიტომ დაკავდით სპორტით,იგრძენით ეს რას ნიშნავს როდესაც წარმატებას ვერ აღწევ,ამას სპორტსმენზე მეტად არავინ განიცდის.წარმატებები ლუხუმ ჩხვიმიანს და სრულიად ქართულ სპორტს,ეს ერთი და სხვა მრავალი!
გილოცავ
26 აგვისტო 2019 03:25
8
6 დისლაიქერი გაიშიფრა :-),რომ შორსაა სპორტიდან.
:-)
26 აგვისტო 2019 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული