მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: აზიელებმა ქართველები არ გაატარეს

AutoSharing Option
26 აგვისტოს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

ბაგრატ ნინიაშვილი (66) მესამე წრეში მონღოლ ბასკჰუ იონდონპერენლეისთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში მონღოლმა ქართველს სამი გაფრთხილება მიაღებინა და გამარჯვება მოიპოვა.

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ასევე მესამე წრეში სამხრეთკორეელ ლიმვან კიმთან იპონით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ქალებში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ტეტიანა ლევიცკი-შუკვანი (52) მეორე წრეში ვიეტნამელ თიუ ნგიენთან ვაზარით დამარცხდა.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) ოქროს მედალი მოიპოვა.

27 აგვისტოს ტურნირზე ოლიმპიური ჩემპიონი
ლაშა შავდათუაშვილი
(73) იასპარეზებს. შეხვედრები დილის 05:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური - 14:00 საათიდან. შეხვედრების ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეგიძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
უკვე აშკარაა, რომ მარგველაშვილი არაა დიდი ტურნირის მომგები და აუცილებელია მისი ახალგაზრდებით ჩანაცვლება. ამ ეტაპზე არც ნინიაშვილი გამოიყურება უკეთესად, მაგრამ მას პერსპექტივა მაინც აქვს. და თანდათან სხვებსაც უნდე მისცენ შანსი მწვრთნელებმა.
გულშემატკივარი
26 აგვისტო 2019 18:07
3
დამატებით დროში რო მეტოქე სამ გაფრთხილებას მიგაღებინებს....სირცხვილია უბრალოდ. ნამდვილად კაი ბიჭია ნინიაშვილი, მაგრამ ამ ეტაპზე ზაალიშვილი სჯობდა. ჩემპიონატი არ მახსენდება მწვთნელებს ნაკრები, რომ ბოლომდე კვალიფიციურად დაეკომპლექტებინოთ. მორიგი იაღლიში...როდემდე ეს არაკომპეტენტურობა.
ლაშა L.S.R.
26 აგვისტო 2019 17:40
4
მაგარი იმედი მქონდა და გული დამწყვიტეს.
zviadi
26 აგვისტო 2019 13:05
0
ამ წონაში ახალგაზრდები უნდა დავაწინაუროთ-მოვცეთ შანსები - მარგველაშვილი ძალიან არასტაბილური შეიქმნა, არც მახსოვს ბოლოს,თუნდაც საპრიზოზე როდის გავიდა, ნინიაშვილი-ც ...- საერთოდ ფიზიკურად სუსტად არიან ორივემ, ან უნდა მოუმატონ და ან კონკურენცია გავუზარდოთ და 20-წლამდელებს მივცეთ შანსები გარან -პრის ტურნირებზე, როგორც 81-ში და სერიოზული ბიჭები -პერსპექტიულები გამოჩნდნენ - მაისურაძე, გრიგალაშვილი, ასევე 73-ში,90-ში, -100 კლ-ში, -ლიდერებს კონკურენცია უნდა გავუმძაფროთ, თორემ ფ ი ზ ი კ უ რ ა დ საერთაშორისოზე ჩავარდნები აქვთ!
გლახუნა
26 აგვისტო 2019 13:04
3
ნინიაშვილის მეტოქემ,წინა ბრძოლაში 5,41 წუთი იჭიდავა დამატებით დროში,მაგრამ ნინიაშვილი მაინც მასზე ადრე დაიღალა და სამივე გაფრთხილება დამატებითში მიიღო,თანაც დამსახურებულად.ფეხზე ვეღარ იდგა.ძირითადში კი მონღოლს ორი გაფრთხილება ჰქონდა და თითქოს განწირული უმდა ყოფილიყო.მარგველამ,როგორც ხშირად მოსვლია,აქაც გაუფრთხილებლობით და ძალიან მარტივად წააგო,ტატიანა შუკვანს კი,ბრძოლის ილაჯი არ ეტყობოდა.თუ ლუხუმ ჩხვიმიანი ახერხებს საქართველოს პირობებში ფიზიკურად კარგად მომზადებას,ალბათ არც სხვებისათვის უნდა იყოს ეს შეუძლებელი.მთავარი მონდომება და დისციპლინაა.წარმატებები ჩვენ ბიჭებს მომდევნო დღეებში.იაპონიაში გამარჯვება შესაძლებელი რომაა,ეს ლუხუმმა უკვე დაამტკიცა და შედგა კიდეც ლაშარის გორზე.ასე რომ მიდით ბიჭებო,ყველაფერი თქვენ ხელშია.
სოსო
26 აგვისტო 2019 10:48
1

სიახლეები პოპულარული