ჭიდაობა

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: აზიელებმა ქართველები არ გაატარეს

AutoSharing Option
26 აგვისტოს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

ბაგრატ ნინიაშვილი (66) მესამე წრეში მონღოლ ბასკჰუ იონდონპერენლეისთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში მონღოლმა ქართველს სამი გაფრთხილება მიაღებინა და გამარჯვება მოიპოვა.

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ასევე მესამე წრეში სამხრეთკორეელ ლიმვან კიმთან იპონით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ქალებში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ტეტიანა ლევიცკი-შუკვანი (52) მეორე წრეში ვიეტნამელ თიუ ნგიენთან ვაზარით დამარცხდა.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) ოქროს მედალი მოიპოვა.

27 აგვისტოს ტურნირზე ოლიმპიური ჩემპიონი
ლაშა შავდათუაშვილი
(73) იასპარეზებს. შეხვედრები დილის 05:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური - 14:00 საათიდან. შეხვედრების ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეგიძლიათ.