ჭიდაობა

ძიუდო

ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის ბრძოლას გააგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81) მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

მაისურაძე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელალს შეხვდა და პირველი ქულის აღება ვაზარით მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა გდება არ ჩაუთვალეს, ხოლო შემდეგ ეგვიპტელმა შეძლო ქულის აღება. შეხვედრის მიწურულს მაისურაძე ვა-ბანკზე წავიდა, მეტოქის ილეთზე თავად წამოეგო და იპონით დამარცხდა.

ამ მარცხის შემდეგ მაისურაძე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იქნება. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილქ უნივერსალზე" შეგიძლიათ.

მაისურაძემ მერვედფინალში ბელგიელ სამი ჩოუჩს იპონით
სძლია.

მანამდე მაისურაძემ, მესამე წრეში მონღოლი ძიუდოისტი უგანბაატარ ოტგონბაატარი შეხვედრის დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

მეორე წრეში ქართველმა თურქ ვედატ ალბაირაკს იპონით სძლია.

ხოლო პირველ წრეში სამოელი პენიამინა პერსივალი იპონით დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ