ჭიდაობა

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი: მაისურაძემ გზიდან უზბეკი ჩამოიშორა და მედლისთვის იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მაისურაძემ რეპეშაჟში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო გამარჯვებულის გარეშე ამოიწურა, ორივე ძიუდოისტმა ვაზარით თითო თითო ქულა მოიპოვა, ხოლო დამატებით დროში მაისურაძემ მეტოქე იპონით დაამარცხა.


ქართველის მომავალი მეტოქე ირანელი საიდ მოლაეი იქნება.

მაისურაძე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელალს შეხვდა და პირველი ქულის აღება ვაზარით მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა გდება არ ჩაუთვალეს, ხოლო შემდეგ ეგვიპტელმა შეძლო ქულის აღება. შეხვედრის მიწურულს მაისურაძე ვა-ბანკზე წავიდა, მეტოქის ილეთზე
თავად წამოეგო და იპონით დამარცხდა.

მაისურაძემ მერვედფინალში ბელგიელ სამი ჩოუჩს იპონით სძლია.

მანამდე მაისურაძემ, მესამე წრეში მონღოლი ძიუდოისტი უგანბაატარ ოტგონბაატარი შეხვედრის დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

მეორე წრეში ქართველმა თურქ ვედატ ალბაირაკს იპონით სძლია.

ხოლო პირველ წრეში სამოელი პენიამინა პერსივალი იპონით დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ