იყო თუ არა იპონი?! - ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხი ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


ვარლამ ლიპარტელიანი კი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე
ჰოლანდიელი მაიკლ კორელი იქნება. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილქ უნივერსალზეა" შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.

მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს იპონით მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
უკაცრავად და რა უნდა გააპროტესტონ? ან რა უნდა დაუკმაყოფილონ? არც არაფერი გასაპროტესტებელი
????
30 აგვისტო 2019 14:55
0
ბეგო-იო რა შუაშია შიდა სამზარეულო,ეს ფეხბურთი არაა ეს ინდივიდუალური სპორტია და თუ თავდადებით არ ივარჯიშე ვერაფერსაც ვერ მიაღწევ.
გიორგი
30 აგვისტო 2019 13:31
2
100 პროცენტიანი იპონია
giorgi
30 აგვისტო 2019 13:15
0
ვინც ძიუდოში ოდნავ მაინც ერკვევა იპონი იყო, აქ მსაჯები არაფერ შუაშია,ორივე ბრძოლა უღიმღამოდ დაიწყო და მოიგო.ეტყობოდა ფავორიტი მხოლოდ ფურცელზე იყო...აშკარაა ნაკრების შიდა სამზარეულოშიც არაა მთლად ჯანსაღი სიტუაცია...ლიპო დიდი სპორცმენია ,მაგრამ გული მწყდება 30 წლისაა და ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე ოქრო ვერ მოიპოვა,,,ამას ნიშნისმოგებით არ ვიძახი უბრალოდ როგორც გულშემატკივარს ძალიან გული მწყდება.
ბეგო
30 აგვისტო 2019 12:37
0
ვინ გითხრა რომ ევროპაზე ოქრო ვერ მოიპოვა?
giorgi
30 აგვისტო 2019 13:38
0
წელს ვერ მოიგო ევროპაზე ოქრო, მაგრამ ევროპის 3-გზის ჩემპიონია.
11
30 აგვისტო 2019 13:33
0
ყველა გამოხმაურება
მისი სამივე ბრძოლა ვნახე და მოდით გულახდილად ვთქვათ,ლიპოს არ ეტყობოდა ბრძოლის წყურვილი,როგორღაც ჩამქრალი ჩანდა და ორი წუთის შემდეგ,უკვე სუნთქვა ჰქონდა არეული.ჩვენ ხომ ვიცით მისი შესაძლებლობები და და ეს,ლიპო არ იყო.არ ვიცი შუადღის ბრძოლებში რას იზავს,მაგრამ ასეთი ჭიდაობით,მედალთან არაფერი ესაქმება.დარწმუნებული ვარ,რაღაც მიზეზი არსებობს.უტიტულო ბიჭებმა,მაგრად იბრძოლეს (ლუხუმსაც მათ რიცხვში ჩავთვლი მაინც,რადგან მხოლდ ამ სეზონში გაიბრწყინა),სტაჟიანებმა და წონებში მსოფლიოს ლიდერებმა კი ერთიმეორის მიყოლებით,ჩემპიონატი ჩააგდეს.თუში ისედაც არ გამოირჩევა სტაბილური საიმედოობით,მეტოქეს თითქმის ყოველთვის აძლევს შანსს და შემდეგღა იწყებს ნამდვილ ჭიდაობას,ახლა უკვე სერიოზულად მეშინია,რომ ისიც უღიმღამოდ იქნება.ფუი ეშმაკს.სამჯერ დავაკაკუნე.ღმერთმა ნუ ქნას და თუშმაც რომ ვერაფერი გააკეთოს და ლიპომაც კიდევ წააგოს,ოქრო და ბრინჯაო,მისაღებ შედეგად ჩაითვლება,თუ ორივემ მაქსიმუმი დადო,მაშინ ცაში აიყვანენ,მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ,რომ ეს ის არ არ არის,რასაც ველოდით.წარმატებები ბიჭებს.
სოსო
30 აგვისტო 2019 12:32
0
ძიუდოს ყველა მოყვარულს მსურს აზრი ვკითხო და ვთხოვო, იქნებ გავარკვიოთ როგორ შეიძლება რომ ძიუდოს ფედერაციას მოვთხოვოთ (კი არ ვთხოვოთ) მიიღოს ორი წესდება ან შინაგანაწესი ან რა ვიცი რაც გინდა დაარქვან:
1. როგორ უნდა დაკომპლექტდეს ნაკრები (და ვთვლი რომ აქ საქართველოს ჩემპიონატს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება);
2. დისციპლინარული წესდება (თუ წესრიგი არ იქნა კვლავ ასეთი იმედგაცრუებები იქნება ნაკრებში).
სამწუხაროა რომ ბევრი სპორტსმენი სწორედ უსამართლობის გამო ანებებს სპორტს თავს. პირდაპირ აცხადებს ჩვენი ძიუდოს ფედერაცია რომ საქართველოს ჩემპიონატი არანაირ ფასეულს არ წარმოადგენს - სპორტსმენმა შეიძლება იგი მრავალჯერ მოიგოს და ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე ვერ მოხვდეს. დაახლოებით ყოველწლიური სტიპენტია/ხელფასების განსაზღვრას ემსახურება.
გიორგი
30 აგვისტო 2019 12:26
0
ბრწყინვალე იპონი იყო
მარკი
30 აგვისტო 2019 12:14
2
პრესკომპერენციაზე ლაღად გამოიყურებოდა და ოქროს მედალსაც "უმიზნებდა". საწყის ეტაპებზეც აშკარად გაუმართლა. ორივე შეხვედრაში მეტოქემ "აჩუქა" ქულა.შარშანდელი ევროპა გამახსენდა. ერთი მომენტიც არის – შარშან ლიპოს ზვიადაურის სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა, წელს კი მის პირად მწვრთნელად "მოგვევლინა". ზურაბი ბევრს კარნახობდა, მაგრამ ლიპო საერთოდ არ იღებდა ყურად მის რჩევებს. ერთი სიტყვით წკეპლა უნდა ამათ, სპორცმენებსაც და მწვრთნელებსაც.
ლაშა L.S.R.
30 აგვისტო 2019 11:56
2
უკვე ვიცოდი რომ ასეთი სტატიები დაიდებოდა მარცხი ჩაუთვალეს და გასაჩივრებაო. რას ნიშნავს ჩაუთვალეს მარცხი გდება გააკეთა და არ ჩაუთვალეს თუ რამე არ შეუფასეს? :) სანამ ზვიადაური იქნება სეკუნდანტი და სანამ ლიპარტელიანი ნაკრების კაპიტანი იქამდე არაა საშველი ამ ნაკრების :) ფრანგთანაც როგორ მოიგო მიკვირს ქოშინებდა ტიპი
ეჰჰჰჰ...
30 აგვისტო 2019 11:56
5
რატო არ ვიცი მარა აშკარაა სპორტის უკვე მრავალ სახეობაში უმოტივაციო და გამო-ფეისბუკებული ხალხის მომრავლება..
წადით რა ნუ გვარცხვენთ!!! დაუთმეთ გზა ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა არ წავლენ ტურისტებად მსოფლიოზე ბიჯოო და ილეთს მაინც გააკეთებენ...
ფეხბურთში უფრო მეტი ილეთი კეთდება დღეს ვიდრე ჩვენი ძიუდოისტები აკეთებენ..
სპორტ ფაზა
30 აგვისტო 2019 11:55
3

სიახლეები პოპულარული