ოქროსკენ მივიწევთ! - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება.


ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება და მისი ხილვა "სილქ უნივერსალზე" შეგეძლებათ.

პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და
წამოდგომის საშუალება არ მისცა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაპიტნობა რაში? ტატამი რომ ზურგით მოაწმენდინეს მაგაში თუ კაპიტნობას და პოლკოვნიკობას იძლევიან მაშინ ეკუთვნის
0
ალალია მართლსც! გირამ თუშიშვილო - შენს ბიჭობას გაუმარჯოს!!!
ჯეკო
13:57 31-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული