ოქროსკენ მივიწევთ! - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება.


ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება და მისი ხილვა "სილქ უნივერსალზე" შეგეძლებათ.

პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და
წამოდგომის საშუალება არ მისცა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაპიტნობა რაში? ტატამი რომ ზურგით მოაწმენდინეს მაგაში თუ კაპიტნობას და პოლკოვნიკობას იძლევიან მაშინ ეკუთვნის
gia
31 აგვისტო 2019 15:13
0
ალალია მართლსც! გირამ თუშიშვილო - შენს ბიჭობას გაუმარჯოს!!!
ჯეკო
31 აგვისტო 2019 13:57
0
თუშიშვილი ნაკრების კაპიტნად!!! ლიპარტელიანის პოლიტიკაში ჩარევები, გუნდის 2-3 სასტავად დაშლა. ლიპოს ამდენი წაგებები და საკუთარი გუნდელების ცემა-ტყეპა. ასეთი კაპიტანი არ გვინდა!
GEORGIA
31 აგვისტო 2019 13:55
0
გენაცვალე გურამ! როგორ მახსოვს შარშანაც ყველა ბრძოლა იპონით რომ მოიგო და ასე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! ეხლაც ასე მიდის... ნუ გეშინიათ თითქოს იაპონელთან მსაჯები დაგჩაგრავენ, თუში ისეთ ფორმაშია მსაჯებიანად მოვუგებთ! უფალი გფარავდეს გურამ
მესხი
31 აგვისტო 2019 13:51
0
რახან ის გროლი გააფარჩაკა, აღარ დავეძებ არაფერს, როგორ ეტყობოდა გურამს, რომ გროლის ასეთი დამარცხება უნდოდა, შენ შემოგევლე გურამჩიკ ქართულ ჯიგარში, ძმრად რომ ამოადინე ძველი წყენა.
ბმბ
31 აგვისტო 2019 13:13
0
ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ ვინმე ჭიდაობით ხალისობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ, გურამ თუშიშვილია და ალალია მასზე, მისი უდიდებულესობა, სპორტული იღბალი და მსაჯთა ობიექტურობა, რაც ვერ ვნახე, ჰარასავასა და სილვას შერკინების დროს.
ოკრიბელი
31 აგვისტო 2019 12:14
0
რატომ? ლუხუმმაც მშვენივრად ისიამოვნა და გვასიამოვნა! გურამისგან კი ყოველთვის მხოლოდ დიდ წარმატებებს ველი და ამასვე ვუსურვებ!!!
N
31 აგვისტო 2019 13:07
0
წინ ურთულესი ბრძოლებია. იმედია, მონდომებას და სიფრთხილეს არ დააკლებს გურამი. წარმატებებს გისურვებ!!!
tngh
31 აგვისტო 2019 11:32
0
თუშიშვილი მეორედ თუ მოიგებს დღეს მსოფლიოს უნამუსობა იქნება თუ კაპიტნად არ აირჩევენ! თუში არის სამართლიანი მებრძოლი მისაბაძი სამაგლითო ადამიანი მე არ მწამს მუდამ ყველა ბრძოლაში დამარცხებული კაპიტნის სიტყვის და ის ჩემთვის ვერასდროს იქნება სამაგლითო გამგები გაიგებს რისი თქმაც მინდა თუში საქართველის ნაკრების კაპიტნად!
დარასაელია
31 აგვისტო 2019 11:17
5
გურამი პროფესიონალი სპორტსმენია და მისთვის ნაკრების კაპიტნობა, სპორტულ ასპარეზზე, ხელის შეშლის მეტს არაფერს მოუტანს. მან იცის, რომ თავისი ბედის ვარსკვლავის მაკაშკაშებელი თავად არის და მისთვის, ტატამის გარეთ, კულუარებში "ჭიდაობა" უსარგებლო საქმიანობაა.
ოკრიბელი
31 აგვისტო 2019 12:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული