ილია სულამანიძე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100) მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

სულამანიძე ფინალში იაპონელ კაზუნარი კამიგაკის შეხვდება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

ფინალამდე სულამანიძემ რუსი მატვეი კანიკოვსკი, დანიელი მატიას მადსენი, უნგრელი პეტერ არვალი და კორეელი ჯაევუ სიმი დაამარცხა.

სამწუხაროდ სხვა ქართველი ძიუდოისტები გელა ზაალიშვილი (+100), საბა ინანეიშვილი (+100) და სალომე მაყიშვილი (+78) მედლების გარეშე დაასრუეს ასპარეზობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირდაპირი ეტერი რომელ არხზეა ვიმემ იცის?
dato
19 ოქტომბერი 2019 19:39
0
სამწუხაროდ წააგო ! ეს ლინკია https://www.youtube.com/watch?v=UwiIuGgNp_w
daviti
19 ოქტომბერი 2019 19:48
0

სიახლეები პოპულარული