ლუკა მაისურაძე აბუ-დაბის გრან-პრის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
25 ოქტომბერს ლუკა მაისურაძე (81) აბუ-დაბის გრან-პრის ფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში კანადელი ენტონი ვალოუს-ფორტიერი იპონით დაამარცხა.

მაისურაძე ფინალში კორეელ მუნ ჯინ ლის შეხვდება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

სამწუხაროდ, სხვა ქართველი ძიუდოისტები მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ფრიდონ გიგანი (73) მეორე წრეში რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან იპონით დამარცხდა, ხოლო გიორგი ჩხეიძემ (73) პირველივე შეხვედრაში რუს დენის იარცევთან იპონით წააგო.

რაც შეეხება ზებედა რეხვიაშვილს (81), ის ტურნირს მეორე წრიდან გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაანებეთ თავი რეხვიაშვილს, ერთ შეხვედრას ან იგებს ან არა მაქსიმუმ, ახალგაზრდები გაზარდეთ.
ჯ ი ჯ ი
10:58 26-10-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული