აბუ-დაბის გრან სლემი: ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
26 ოქტომბერს აბუ-დაბის გრან სლემზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) ბრინჯაოსთვის მედლისთვის იჭიდავებს.

ჭრიკიშვილი მეოთხედფინალში კორეელ დონგჰან გუაკთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც შვედ მარკუს ნიმანს შეხვდა და დამატებით დროში იპონით მოუგო.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჭრიკიშვილი სერბ ნემანია მაჟდოვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

სამწუხაროდ გიორგი პაპუნაშვილი (90) მესამე წრეში დამარცხდა, ის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა.

ჩვენი მესამე წარმომადგენელი ლევან მატიაშვილი (+100) პირველივე შეხვედრაში თურქ კემალ ერდოღანთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული