"გოლდენ გორი" ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ გორი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია.

გორელებმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ფრანგულ "ეტუალს" 3:2 სძლიეს.

1:0. პირველ ბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ალექსანდრ მარიასი იპონით დაამარცხა.

1:1. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) "ოქროს დროში" პიერ დუპრანთან დამარცხდა.

2:1. ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ბაპტისტ პიერს სძლია.

3:1. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მაქსიმ ამინოს იპონით მოუგო.

3:2. გელა ზაალიშვილმა ბრძოლა
სირილ მარესთან დათმო.

"გოლდენ გორმა" 2018 წელს ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრინჯაოს მედლებამდე რა გზა გაიარეს, ვისთან მოიგეს და ვისთან წააგეს, თქვენი აზრით არავის აინტერესებს? ან ჩემპიონთა ლიგა ვინ მოიგო, მაგის დაწერა აკრძალულია?
ზურა
06:18 09-06-2021
0
ვისთან დამარცხდნენ დამალეთ ხოლმე, სირაქლემას პოზა მიიღეთ და სულ გამარჯვებულები გამოვჩნდებით მათთან
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული