ჭიდაობა

ძიუდო

ცინდაოს მასტერსის მეორე დღეს ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
დღეს, 13 დეკემბერს, გაიმართა ჩინეთში, ქალაქ ცინდაოში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღე და ქართველი მოჭიდავეები მედლების გარეშე დარჩნენ.

აღნიშნული ტურნირზე დღეს მხოლოდ 1 ვაჟი ძიუროდისტი გამოდიოდა და ტატო გრიგალაშვილი (81) მეორე წრეში დამარცხდა. ტატო პირველ წრეში ისვენებდა და შეჯიბრებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც გერმანელ დომინიკ რესელთან დამარცხდა.

ხვალ ტატამზე 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გამოვლენ.

ასევე დაგაინტერესებთ