ჭიდაობა

ძიუდო

ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით

AutoSharing Option
14 დეკემბერს საქართველო 2 ძიუდოისტი ცინდაოს მასტერზე მედლებისთვის იჭიდავებს.

ჩინეთში მიმდინარე ტურნირის მესამე დღეს ლაშა ბექაური (90კგ) ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს ნიკოლოზ შერაზადაშვილს შეხვდება.

ბექა ღვინიაშვილი (90) და გიორგი პაპუნაშვილი (90) პირველივე შეხვერდრებში დამარცხდნენ.

100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს არმან ადამიანს დაუპირისპირდება.

+100-ში გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13.00 საათიდან დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ