თელ-ავივის გრან პრი: ლუკა მაისურაძე რეპეშაჟში გადაერთო

AutoSharing Option
ლუკა მაისურაძე თელ-ავივის გრან პრიზე მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მაისურაძე მეოთხედფინალში ბერძენ ძიუდოისტთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე რუსი ტურპალ ტეპკაევი იქნება.

ირაკლი მაისურაძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ყაზახი რუსლან მუსაევი იპონით დაამარცხა. შემდეგ კი თურქ მუჰამედ კოჩს გაფრთხილებებით მოუგო.

რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას (70), მან პირველივე შეხვედრაში დანიელ ემილი სუკთან 3 გაფრთხილებით დამატებით დროში წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული