ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში მსოფლიოს ორგზის იაპონელ ჩემპიონთან, ჰიფუმი აბესთან იპონით დამარცხდა.

მარგველაშვილმა ფინალამდე ალჟირელი ვაილ ეზინე, ჩეხი პაველ პეტრიკოვი, ყაზახი იერლან სერიკჟანოვი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი და რუსი იაკუბ შამილოვი დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ბაგრატ ნინიაშვილმა შამილოვთან ვაზარით წააგო.

60 წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ბრძოლა თემურ ნოზაძეს ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე ქართველმა თორნიკე ჭკადუამ მოუგო - თემურმა 3 შიდო მიიღო.

იგივე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი
დამატებით დროში უზბეკ შარაფუდინ ლუფტალიევთან დამარცხდა და მედლისათვის ბრძოლა ვერ გააგრძელა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნინიაშვილზე ქულა არ იყო?
Nick
22 თებერვალი 2020 13:26
1
ძალიან შეეჩვივნენ ბიჭები ფინალებში წაგებას.ძიუდოისტებიც და მოჭიდავეებიც.ცუდი ტენდენციაა.
კვარა
21 თებერვალი 2020 23:44
2
sascauli nu ityvi. ragacas nishnavs albat :)))))
jako
22 თებერვალი 2020 01:18
1
ამირანს არ უჭიდავია,ჯაბა იყო,პაპინაშვილი.ნოზაძე ძალიან დაგვიჩაგრეს მსაჯებმა.
სოსო
21 თებერვალი 2020 22:52
6
ხალხო,დისლაიქებს რომ მისვამთ,ჭიდაობას მე ვუყურე და თქვენ მისწორებთ?ჯაბა იყო და მის მიერ წაგებული ბრძოლა,ყველაზე სანახაობრივი იყო ჩვენი ბიჭების მიერ ჩატარებულ ბრძოლებს შორის.სხვათა შორის ,შედეგების მიუხედავად,ყველამ კარგად და ლამაზად იჭიდავა.არც ფიზიკაში უჭირდათ.
სოსო
22 თებერვალი 2020 00:14
0
რა დაგიჩაგრეს, 9 წუთში ილეთი ვერ გააკეთა.
Gio
21 თებერვალი 2020 23:03
4
ოლიმპიადაზე გადაგეხადოს სამაგიერო, შენ მაგი შეგიძლია!!!!!!
vaja margvelashvils!
21 თებერვალი 2020 22:24
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული